თამაზ მეჭიაური - თინა ხიდაშელი მთავრობაში ”შაჰიდის ქამრის” როლს ასრულებს
თამაზ
მეჭიაურის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი საქართველოს დამატებით
საფრთხეს უქმნის.
თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი საქართველოს
დამატებით საფრთხეს უქმნის.
პარტია "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის", ლიდერის, თამაზ
მეჭიაურის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი საქართველოს დამატებით
საფრთხეს უქმნის.
"თინა ხიდაშელი მთავრობაში "შაჰიდის ქამრის" როლს ასრულებს. ვინც მას
ამდენი ხანი აჩერებს, პასუხისმგებლობა მანაც უნდა აიღოს. იმიტომ, რომ
ეს ქალი არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს. მე არ მესმის, რატომ
დგას ის პარლამენტის ზემოთ, აუქმებს გაწვევებს და იღებს სხვადასხვა
საზიანო გადაწყვეტილებებს? მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკა
გვეხმარება. მე მაინტერესებს, რაში გამოიხატება ამერიკის დახმარება? -
ორი ტანკით და სასულე ორკესტრით? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას
ამით აპირებს? ამ ქალის გადაწყვეტილებებში დამატებით საფრთხეებს
ვხედავ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით. რუსეთი რომ ამას
რეაგირების გარეშე არ დატოვებს, იმედია, ეჭვი არ ეპარება. კიდევ
ერთხელ ვამბობ, რომ ეს ქალი არაადეკვატურია, მისი გადაწყვეტილებები
პოპულისტური, რომელიც მიზნად მკვდარი "რესპუბლიკური პარტიის"
გაცოცხლებას ისახავს", - აცხადებს თამაზ მეჭიაური.