ირაკლი კობახიძე;ვიხილეთ მორიგი გაყალბებული კვლევა
"არის
აბსოლუტურად გაყალბებული მონაცემები, რომელიც არ შეესაბამება
სინამდვილეს.
"ნაციონალური მოძრაობა" კვლავ აქტიურად აგრძელებს სოციოლოგიური
კვლევების დისკრედიტაციას,-განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს აღმასრულებელმა" მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ვიხილეთ მორიგი გაყალბებული
კვლევა, რომელიც "რუსთავი 2"-ის დაკვეთით განხორციელდა.
"არის აბსოლუტურად გაყალბებული მონაცემები, რომელიც არ შეესაბამება
სინამდვილეს. რაც შეეხება თვითონ ორგანიზაციას GFK-ის,მისი სანდოობის
საკითხიც დგას, ბუნებრივია, ეჭქვეშ. გამომდინარე პირველ რიგში იქიდან,
რომ 2012 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ანუ "ნაციონალური
მოძრაობის" არაპირდაპირი დაკვეთით მაშინ ჩაატარა იგივე ორგანიზაციამ
კვლევა, ეგზიტპოლები და მაშინაც დაგვიდეს გაყალბებული შედეგები. 20
%-ზე მაღალი ცდომილებით წარმოგვიდგინეს ჩვენ ეგზიტპოლების შედეგები
2012 წლის არჩევნებში, ანუ უკვე არსებობს პრაქტიკა იმის, რომ
"ნაციონალური მოძრაობა" GFK-სან ერთად აყალბებდა სოციოლოგიური კვლევის
შედეგებს",-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.