კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
პოლიტიკა
"გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა"
განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმდინარე, 32-ე სესიის ფარგლებში ლატვიის დელეგაციამ, გაერო-ს 42 სახელმწიფოს სახელით, გააკეთა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული ერთობლივი განცხადება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.
განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების, მათ შორის გატაცებების, უკანონო დაკავებების, საკუთრების უფლების დარღვევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ასევე ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქის, დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბოლოდროინდელი განცხადებები ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე უკანონო რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე ხელს არ უწყობს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას და ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
განცხადება ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების, მათ შორის გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მეტი ჩართულობის აუცილებლობას და მოუწოდებს რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, უზრუნველყოს უპირობო, შეუფერხებელი წვდომა საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის.
განცხადებაში გაერო-ს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები