"ნაციონალური მოძრაობის" ბოლო კვლევები ლევან თარხნიშვილის მეუღლის მიერაა შესრულებული“
თარხნიშვილი ვინ იყო და
რას წარმოადგენდა, კარგად ახსოვს ჩვენი ქვეყნის
მოსახლეობას
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის,
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ბოლო კვლევები რაც
"ნაციონალური მოძრაობამ" გამოაქვეყნა ლევან თარხნიშვილის მეუღლის
მიერაა ჩატარებული
კახა კალაძის თქმით, პარტია "ქართულ ოცნებას" აქვს რესურსი, რომ
მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.
"ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრები გვაქვს, ძალიან ბევრს დავდივართ მთელი
საქართველოს მასშტაბით და ვფიქრობ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში,
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ქართველი ხალხის
მხარდაჭერითა და თანადგომით გაიმარჯვებს აბსოლუტური უმრავლესობით და
პარლამენტში მოვა საკონსტიტუციო უმრავლესობით. ამის რეალური
შესაძლებლობა გააჩნია ამ გუნდს", - განაცხადა კახა კალაძემ.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის
შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩატარებული კვლევები სანდო
არ არის.
"ბოლო კვლევები რაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო გაკეთებული,
ლევან თარხნიშვილის მეუღლის მიერაა შესრულებული. არ ვიცი რამდენად
სერიოზულად უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. თარხნიშვილი ვინ იყო და რას
წარმოადგენდა, კარგად ახსოვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ადამიანი,
რომელიც ასოცირებული იყო ხმების მოპარვასთან", - განაცხადა
კალაძემ.