პრემიერმა ქვემო ქართლის რეგიონში "ქართული ოცნების"
მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
რუსთავის 29-ე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ქართული
ოცნებიდან“ იქნება პაატა მხეიძე;
რუსთავის 30-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად პარტიიდან წარდგენილია
გიორგი ბეგაძე;
ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან იქნება
გოგა მეშველიანი;
გარდაბანის საარჩევნო ოლქში პარტია „ქართული ოცნების“
მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება სავალან მირზოევი.
თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიას წარგენილი ჰყავს
გოდერძი ჩანქსელიანი.
მარნეულის 35-ე ოლქში „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატად
წარადგენს რუსლან გაჯიევის კანდიდატურას.
მარნეულის 36-ე ოლქში კი, პარტიის კანდიდატი იქნება თამაზ
ნავერიანი.
"რუსთავის 29-ე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ქართული
ოცნებიდან“ იქნება პაატა მხეიძე. იგი ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში მოღვაწეობდა ქალაქ რუსთავში. ამჟამად არის
სასჯელაღსრულებისა და პრობაციისსამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის
უფროსის მოადგილე. ბატონი პაატა დიდი გამოცდილების მქონე დამიანია,
დარწმუნებული ვარ, თავის გამოცდილებას მოახმარს და ზრუნვას არ
მოაკლებს რუსთავის დ ამთელი რეგიონის თითოეულ მოქალაქეს.
რუსთავის 30-ე ოლქში - მაჟორიტარ კანდიდატად ჩვენი პარტიიდან
წარდგენილია გიორგი ბეგაძე. ის ეკონომიკის მაგისტრი გახლავთ, ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის დირექტორია.
მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტს მისი სახით კვალიფიციური ეკონომისტი
შეემატება.
წალკასა და დმანისში ჩვენ ვასახელებთ - კახა ოქრიაშვილის
კანდიდატურას. იგი გახლავთ პარლამენტის წევრი, ამიტომაც მას
განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. დარწმუნებული ვარ,
წალკელები და დმანისელები მხარს დაუჭერენ მის კანდიდატურას.
ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება გოგა
მეშველიანი. იგი გახლავთ ეკონომიკის მაგისტრი, ამჟამად არის ბოლნისის
მუნიციპალიტეტის გამგებელი. იცის ყველა პრობლემა, რომელიც ბოლნისელებს
აქვთ და დარწმუნებული ვარ, პარლამენტიდან იგი ძალისხმევას არ მოაკლებს
ამ პრობლემების მოაგვარებას.
გარდაბანში ჩვენი კანდიდატი იქნება სავალან მირზოევი. იგი
სამართალმცოდნე გახლავთ, გარდაბნის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი,
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი
იყო ქვემო ქართლში.ახლა კი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწეა ეროვნული
უმცირესობების საკითხებში. ბატონი სავალანის საქართველოს პარლამენტში
საქმიანობა სასარგებლო იქნება არა მარტო გარდაბნელებისთვის, არამედ
მთელი ქვეყნისთვის.
თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიას წარგენილი ჰყავს
გოდერძი ჩანქსელიანი. ბატონი გოდერძიგახლავთ სამართალმცოდნე, იყო
ორგანიზებულ დანაშაულთანბრძოლის სამმართველოს განყოფილების უფროსი.
იგი პროფესიონალი, ძალიან პოზიტიური ადამიანია და დარწმუნებული ვარ,
მოიპოვებს თეთრიწყაროს ამომრჩევლის მხარდაჭერას.
მარნეულის 35-ე ოლქში „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატად
წარადგენს რუსლან გაჯიევის კანდიდატურას. იგიგახლავთ მარნეულის
რაიონის საგანმანათლებლორესურსცენტრის ხელმძღვანელი. დარწმუნებული
ვარ, ბატონი რუსლანი მოიპოვებს მარნეულელების მხარდაჭერას და
წარმატება მინდა ვუსურვო მას საპარლამენტო საქმიანობაში.
მარნეულის 36-ე ოლქში კი, წარმოგიდგენთ თამაზ ნავერიანის
კანდიდატურას. ბატონი თამაზი მარნეულის მუნიციპალიტეტის კომპლექსური
სპორტსკოლის დირექტორი გახლავთ, ამასთან, იგი საქართველოს ძიუდოს
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიციყო. დარწმუნებული ვარ, ბატონი თამაზი
მარნეულელებისთითოეულ პრობლემას დიდი გულისყურით მოეკიდება და
ღირსეულად წარმოადგენს თქვენს რაიონს
საქართველოს პარლამენტში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა
დეპუტატობის კანდიდატების წარდგენინსას.