საქართველოს პრეზიდენტი ოჯახის
წევრზე ზეწოლასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე
პროკურატურის რეაგირებით კმაყოფილია.
საქართველოს პრეზიდენტი ოჯახის
წევრზე ზეწოლასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე
პროკურატურის რეაგირებით კმაყოფილია.
ამის შესახებ პრეზიდენტმა
„მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „ღამის კონტაქტში“ განაცხადა.
„რეაგირება იყო ადეკვატური,
რადგან პროკურატურამ დაიწყო მოკვლევა. მაგრამ რეალურად ამ განცხადების
მიზეზი იყო ის თემა, რაზეც მანამდეც ვისაუბრე. მე საზოგადოებას
მოვახსენე, რომ ეს არ იყო იმ დღეს მომხდარ შემთხვევაზე სპონტანური
განცხადება. როდესაც მე დავინახე სწორედ პაპუაშვილთან საუბრისას, რომ
ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი აკეთებს განცხადებებს და ამ
განცხადებებს არ მოყვება შედეგი, როდესაც დავინახე, რომ მე არაერთხელ
გავაკეთე განცხადება კორცხელის ინციდენტთან მიმართებაში და ამაზე
შედეგის მაგივრად მივიღე ამ თემაზე პოლიტიკური პაექრობა, ბუნებრივია,
მე მჭირდებოდა სერიოზული არგუმენტები, რომ ბოლოს და ბოლოს
ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება დაწყებულიყო და მომხდარიყო
ადეკვატური რეაგირება... მე რეალობის წინაშე დავაყენე სტრუქტურები და
აქტუალიზაცია გავაკეთე რეალური თემით, რომელშიც ჩანს, რომ იყო
გარკვეული გადაცდომები. ამ გადაცდომების უკან რა დგას და როგორ
კეთდება ეს ყველაფერი, სხვა თემაა, მაგრამ მიზანი იყო ის, რომ
პროკურატურას ბოლოს და ბოლოს გაეკეთებინა ადეკვატრი რეაგირება, რომ არ
მიგვეღო ის, რაც თავის დროზე მივიღეთ სტრასბურგის სასამართლოს
გადაწყვეტილებით. აქედან გამომდინარე, მე მოვახდინე ამ თემის
აქტუალიზება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. რაც მთავარია
გამოძიება მიმდინარეობს იმ განცხადებებზე, რომელიც გაკეთდა
საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში და ეს არის სწორი. უნდა
მიმდინარეობდეს გამოძიება და უნდა მიმდინარეობდეს ადეკვატური
გამოძიება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.