საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ,
გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები
დაასახელა.
გლდანში, მე-20 ოლქში,
მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ვეტერანების საქმეთა სამსახურის
ხელმძღვანელი კობა კობალაძე.
გლდანში, 21-ე ოლქში, ,,ქართული
ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია ფეხბურთის ფედერაციის
პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.
გლდანში, 22-ე ოლქში,
კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ იქნება ექიმი, ბიზნესმენი
ლევან კობერიძე.
დიდუბეში, მე-15 ოლქში, მაჟორიტარობისთვის
იბრძოლებს დეპუტატი, მსახიობი ზაზა
პაპუაშვილი.
დიდუბეში, მე-16 ოლქში,
მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება
ილია წულაია, ბიზნესმენი.
ვაკეში, მე-2 ოლქში,
,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება
ბიძინა გეგიძე.
ვაკეში, მე-3 ოლქში,
მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს იყრის მუსიკოსი ზაზა
ხუციშვილი.
ისანში, მე-8 ოლქში,
მაჟორიტარობის კანდიდატია თბილისის საკრებულოს წევრი, ვეტერანი
მორაგბე ირაკლი აბუსერიძე.
ისანში, მე-9 ოლქში,
მაჟორიტარობის კანდიდატად წადგენილია ბიზნესმენი დავით
ჭიჭინაძე.
ისანში, მე-10 ოლქში,
მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს ბექა ნაცვლიშვილი,
თბილისის საკრებულოს წევრი.
კრწანისში, მე-7 ოლქში
მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება ბექა
ოდიშარია, საქართველოში ლატვიის საპატიო კონსული.
ნაძალადევში, მე-17 ოლქში,
მაჟორიტარობის კანდიდატია იურისტი სოფო
კილაძე.
ნაძალადევში, მე-18 ოლქში,
მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება ვეტერანი
ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი.
ნაძალადევში, მე-19 ოლქში,
კანდიდატად დასახელებულია ნაძალადევის გამგებელი ზაზა
გაბუნია.
საბურთალოზე, მე-4 ოლქში,
მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის იბრძოლებს მამუკა
მდინარაძე. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი.
საბურთალოზე, მე-5 ოლქში,
მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება
ნინო გოგუაძე, ემორის უნივერსისტეტის სამართლის
სკოლის მაგისტრი.
საბურთალოზე, მე-6 ოლქში,
მაჟორიტარობის კანდიდატია თბილისის საკრებულოს წევრი ლევან
გოგიჩაიშვილი.
სამგორში, მე-11 ოლქში,
მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ინტელექტუალურ კლუბ
„რა? სად? როდის?“ პროდიუსერი და
წამყვანი გიორგი მოსიძე.
სამგორში, მე-12 ოლქში,
მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს მარიამ ჯაში,
სოლდარობის ფონდის ხელმძღვანელი.
სამგორში, მე-13 ოლქში,
მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება დეპუტატი შოთა
ხაბარელი.
ჩუღურეთში, მე-14 ოლქში,
პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებულია დეპუტატი გია
ვოლსკი.