7-8 სექტემბერს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური
საბჭო (NAC) ეწვევა.
2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებული
გადაწყვეტილების შესაბამისად, 7-8 სექტემბერს საქართველოს
ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა.
დელეგაციას ნატო-ს გენერალური
მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს, ხოლო, დელეგაციაში ნატო-ს
წევრი ქვეყნების ელჩები იქნებიან.
ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი
საქართველოში იქნება რიგით მეოთხე, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს
პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის
გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია
ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი
მარგველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით
უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის
მინისტრთან ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ
ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა
და მედიის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს
გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ
ბიბლიოთეკაში და სტუდენტების კითხვებს უპასუხებს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი
საქართველოში იქნება რიგით მეოთხე, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს
პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში.