გონიოს
მცხოვრებლებს შეუძლიათ, მიწების აღიარებისთვის მიმართონ
კომისიას.
ბათუმის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიამ ხელვაჩაურის 2010 წლის
აქტი გააუქმა,
რომლის
თანახმდაც 270 ოჯახს 2007 წელს დაკანონებული მიწები
ჩამოართვეს.
"გონიოელები
მიწის საკუთრებაში აღიარებას უკვე ექვსი წელია, ელოდებიან.
წლებია,
ეს მიწები წინასაარჩევნო პოლიტიკური ვაჭრობის საკითხი იყო და ჩვენი
ხელისუფლების დროს მიწები არ ჩამოურთმევიათ.
ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და გონიოს მცხოვრებლებს უკვე
ინდივიდუალურად შეუძლიათ,
მიწების აღიარებისთვის მიმართონ კომისიას.
კომისია ვალდებულია, სამ თვეში განიხილოს თითოეულის საკითხი", -
განაცხადა ბათუმის საკრებულოს
თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა.
მოქალაქეები მიწების დაკანონების პროცედურებს დაიწყებენ, კომისია კია
უკვე ინდივიდუალირად შეისწავლოს ყველა განაცხადს.
საკრებლოს გადაწყვეტილებას გონიოელებმა ისტორიული უწოდეს.
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება გონიოს მცხოვრებლებს მიულოცეს.
"გილოცავთ, ექვს წლიანმა ბრძოლას შედეგი გამოიღო. ისტორიული
გადაწყვეტილებაა მიიღეს დღეს და
აქტი, რომლითაც მიწა ჩამოგვვართვეს 2010 წელს ბათილად არის
ცნობილი"
- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ენვერ ირემაძემ.
გონიოში მცხოვრებლები ორი კვირის განმავლობაში,
საკრებულოსთან აქციას მართავდნენ და ამ გადაწყვეტილების მიღებას
ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, წინა ხელისუფლებამ 270-ზე მეტ ოჯახს იჯარით გაცემული
მიწა ჯერ დაუკანონა, ხოლო შემდეგ ჩამოართვა.