რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის
პროცესი იწყება.
ამის
შესახებ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს
პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ
განაცხადა.
”შემიძლია ერთი თემა დავაანონსო,
საკმაოდ სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს საზოგადოებას. უახლოესი
კვირების მანძილზე იწყება პროცესი ჩვენი ფილმების არქივის გადმოტანისა
რუსეთიდან. ამ წლის იანვრიდან საგრძნობლად გამარტივდა სავიზო
მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ თუ არის რაღაც
წინსვლა, მათ რაღაც განცხადებები გააკეთეს რამდენიმე თვის წინ, რომ
თითქოს კიდევ უფრო გამარტივებას ფიქრობენ და გეგმავენ, მოვისმენთ ამას
და თუ იქნება რაიმე ინფორმაცია ჩამოვიტანთ”, - განუცხადა ზურაბ
აბაშიძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს პრაღაში
გამგზავრებამდე.
პრაღაში ხვალ აბაშიძე-კარასინის მორიგი
შეხვედრა გაიმართება. მოლაპარაკებებზე დასასწრებად რუსეთთან
ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური
წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ჩეხეთში დღეს
გაემგზავრა.
აბაშიძის თქმით, რუსეთის საგარეო
საქმეთა მინისტრის მოადგილესთან საუბრის თემა რუსეთის მხრიდან სავიზო
რეჟიმის გამარტივების საკითხი იქნება.
მისი თქმით, ქართული მხარე
კარასინისგან ამ თემაზე კონკრეტულ წინადადებებს
ელოდება.