საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიღება იწყება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საკონტრაქტო სამხედრო
სამსახურში მიღებული პირები ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილნი
იქნებიან მაღალი ანაზღურებით, თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის
უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე სოციალური და სამართლებრივი
დაცვით.
სამინისტროს ინფორმაციით, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული
ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია პროფესიული
მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით
აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო
ოპერაციებში.
იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და
ფსიქოლოგიურ ტესტს; ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას.
რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიან კურსზე.
მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში, რეკრუტი ქვედანაყოფში
თანამდებობაზე დაინიშნება და 4 წლის განმავლობაში საქართველოს
შეიარაღებულ ძალებში.
კანდიდატებს საბუთების შეტანა შეუძლიათ 1 ნოემბრიდან,
წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ
,,კრწანისში“ და ქუთაისში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე.