ამავე
საქმეზე კიდევ ექვს ბრალდებულს სასამართლომ სიკვდილით დასჯა
მიუსაჯა.
ეგვიპტეს ყოფილ პრეზიდენტსა და მის თანამოაზრეებს ბრალი ედებათ იმაში,
რომ მურსის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისინი ყატარის დაზვერვას
საიდუმლო დოკუმენტებს გადასცემდნენ, რომლებიც ეგვიპტეს
სპეცსამსახურებისა და არმიის საქმიანობას შეეხებოდა.
თუმცა, ბრალდების მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ მუჰამედ მურსიმ ყატარს
საიდუმლო მასალები პირადად გადასცა.
ამავე საქმეზე კიდევ ექვს ბრალდებულს სასამართლომ სიკვდილით დასჯა
მიუსაჯა.
სიკვდილმისჯილთა შორის არიან "ალ-ჯაზირას" ორი ჟურნალისტი, რომლებსაც
განაჩენი სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა.
ეგვიპტეს კანონის თანახმად, მურსის და მის თანამოაზრეებს უფლება აქვთ
სააპელაციო სასამართლოს მიმართონ. ამ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია
ვერდიქტი გააუქმოს და საქმის გადახედვა დანიშნოს.
ისლამისტური ორგანიზაციის "ძმები მუსლიმანების" ლიდერი მუჰამედ მურსი
ეგვიპტის სათავეში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ის
2013 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად გადააყენეს.