იაპონიაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი, ცივი
იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა.
იაპონიაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი, ცივი
იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ინციდენტი დასავლეთ ტოკიოში
მოხდა.
შეიარაღებული მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირთა სამკუნალო ცენტრს
დაესხა თავს. პოლიციამ ეჭვიტანილი შემთხვევიდან მალევე
დააკავა.
26 წლის სატოში იემაცუ ამავე ცენტრის ყოფილი თანამშრომელია.
სამართალდამცველების თქმით, მან მიმდინარე წელს ხელისუფლებას
ოფიციალური წერილით მიმართა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების
მქონე პირთა დახოცვით დაიმუქრა. ხელისუფლების განცხადებით
თავდამსხმელს ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი არ აქვს.
„პოლიციამ უკვე დაადასტურა რომ თავდამსხმელს დაჯგუფება ისლამურ
სახელმწიფოსთან კავშირი არ ჰქონდა. ჩვენ სამართალდამცველებთან ერთად
გავაანალიზებთ ჩვენ ხელთ არსებულ მთლიან ინფორმაციას რათა მსგავსი
შემთხვევები მომავალში თვიდან იყოს აცილებულია“-აცხადებს სამთავრობო
კაბინეტის პრეს-სპიკერი, იოშიჰიდე სუგა