პროექტ "გაიცანი საქართველოს" ფარგლებში
ჟურნალისტები ამჯერად აჭარის რეგიონს ესტუმრნენ,
რიგით მე-14 პრესტურს აჭარის
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უმასპინძლა.
მედია საშუალებების
წარმომადგენლებმა ეთნოგრაფიული მუზეუმი, მახუნცეთის ჩანჩქერი და
ისტორიული ძეგლები მოინახულეს.
ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც
აჭარულ ტრადიციას და კულტურას აერთიანებს პირველ დამთვალიერებლებს
მასპინძლობს. როგორ ცხოვრობდნენ შეძლებული და საშუალო ფენის ოჯახები,
რით ირჩენდნენ თავს და ვის რა როლი ჰქონდა ოჯახში, მუზეუმი
დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, წარსულში გადაინაცვლოს და აჭარული
ცხოვრების დეტალებს გაეცნოს.
აჭარის მაღალმთიანი რეგიონები
ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. გაიცანი საქართველოს
მორიგი ტურიც ქედის რაიონში გრძელდება. აქ უამრავ ისტორიულ ძეგლს
შეხვდებით.
თამარის თაღოვანი ხიდი, თითქმის
რვა საუკუნეა ხიდი ბუნებრივი კლდის ჯებირებზე დგას და ისტორიული
ქარტეხილების გამოვლის შემდეგაც ფუნქციას არ კარგავს .
მახუნცეთის ჩანჩქერი - 36
მეტრი
მახუნცეთის ჩანჩქერი
სოფელ ზედა მახუნცეთის ჩრდილო ნაწილში, ზღვის დონიდან 335
მეტრის სიმაღლეზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარეობს.
პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც
საკმაოდ მოზრდილ მორევს აჩენს. პორფირიტული ტუფებისა და ტუფბრექჩიების
წყებით აგებული, ქედის იმ ნაწილში გამომდინარე ჩანჩქერი ძალზე
შთამბეჭდავია.
ჩანჩქერს ყოველდღიურად უამრავი
ტურისტი სტუმრობს, ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან. აჭარული ბუნების
მრავალფეროვნება კი მათ საქართველოში ხელმეორედ ჩამოსვლის სურვილს
უჩენს.
"ეს ჩანჩქერი ძალიან ლამაზია, ჯერ
მხოლოდ თბილისი ვნახეთ, ახლა კი აჭარას ვათვალიერებთ, საოცარია ასეთი
სტუმართმოყვარე და თბილი ადამიანები, აქ ულამაზესი ხედები და
ღირსშესანიშნაობებია“ ,-ამბობს ტურისტი
აჭარა დამახასიათებელი ტრადიციული
სამზარეულოთიც გამოირჩევა. სოფელ ვაიოში სპეციალურად ჩვენთვის ორი
ტრადიციული კერძი მოამზადეს.
გაიცანი საქართველოს აჭარული ტური
სოფელ ვაიოში ტრადიციული აჭარული სიმღერით სრულდება.