30 ივლისს შავი ზღვის არენაზე ქრისტინა
აგილერა იმღერებს.
ექვსი გრემის მფლობელი მომღერალი კავკასიის
რეგიონში პირველად ჩამოდის და მსმენელს დაუვიწყარ სანახაობას
ჰპირდება. მომღერალი ცნობილ ჰიტებთან ერთად, ახალ სიმღერებსაც
შეასრულებს.
მომღერალი საქართველოს
კონცერტამდე ოთხი დღით ადრე 40 კაციანი დელეგაციით ეწვევა.
ექვსი გრემის მფლობელი მეგა
ვარსკვლავი ცნობილ ჰიტებთან ერთად ახალ სიმღერებსაც შეასრულებს.
ქრისტინა აგილერასთვის ეს რეგიონში პირველი სტუმრობა იქნება, ამიტომ
ორგანიზატორები მსმენელს მეზობელი ქვეყნებიდანაც ელიან.
ქრისტინა აგილერას შემდეგ სცენას
კიდევ ექვსი ვარსკვლავი დაიკავებს, თუმცა პირველი ქართული ხალხური
ჯგუფი-"ერიოსიონი იქნება."
საზაფხულო პროგრამა უკვე
შედგენილია, უახლოეს დღეებში იმ ვარსკვლავების ვინაობა გახდება
ცნობილი ვინც შავი ზღვის არენაზე მაყურებლის წინაშე წარსდგება.
კულტურის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გაყიდული ბილეთებიდან
შემოსული თანხა მთლიანად ბიუჯეტში გადაირიცხება.
ქრისტინა აგილერას კონცერტზე
ბილეთის ფასი 50-დან 600 ლარამდე იმერყევებს - ბილეთების
გაყიდვა 12 ივლისიდან tkt.ge-ზე დაიწყება.