ვაჟაობის დღესასწაულთან
დაკავშირებით დილიდან ხალხმრავლობა იყო ჩარგალში.
ადგილობრივებმა და სპეციალურად ამ
დღისთვის ჩასულმა სტუმრებმა სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღეს
მონაწილეობა.
ფშავში, ვაჟაობა პომპეზურად
აღნიშნეს. სხვადასხვა გასართობი ღონისძიების პარალელურად, სტუმრებს
შეეძლოთ დაეთვალიერებინათ კუთხისთვის დამახასიათებელი ხელნაკეთი
ნივთები, ხალხური რეწვის ნიმუშები. დაეგემოვნებინათ ადგილობრივი
კერძები და მთის ლუდი.
კულტურული ღონისძიებების გარდა
იყო სპორტული აქტივობები - ფარიკაობა და დოღი. ექსტრემალური გართობა
და ცხენებით ჯირითი მისულ სტუმრებსაც შეეძლოთ.
სახალხო ღონისძიებას მთავრობისა
და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც შეუერთდნენ.
პრემიერმა ადგილობრივებს ვაჟაობა
ვიცე-პრემიერთან ერთად მიულოცა.
დღესვე ჩარგალში ვაჟა-ფშაველას
განახლებული სახლ მუზეუმი გაიხსნა.
ამიერიდან ვიზიტორები ვაჟას
პირადი და საოჯახო ნივთების დათვალიერებას რეაბილიტირებულ გარემოში
შეძლებენ.
დღემდე შემონახული უნიკალური
ექსპონატები, აქამდე სპეციალურ საცავში ინახებოდა.
ვაჟაობა 2016 დასრულდა.
ვაჟა-ფშაველას მშობლიური სოფელი სტუმრებს მომავალ წლამდე
დაემშვიდობა.