საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხილაშელი დამოუკიდებლობის
დღეს ულოცავს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, ეს დღე ჩვენია
, ეს იმას ნიშნავს, რომ ამითი გზავნილს ვაწვდით ყველას - ქართველებს,
აფხაზებს, ოსებს, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ეროვნების და
რელიგიის მოქალაქეებს, ეს დღე ყველასია, მთელი საქართველოსია. და დღეს
ჩვენთან ერთად მინდა მივესალმო ამერიკელ, დიდ ბრიტანელ, პოლონელ,
ლატვიელ სამხედრო მოსამსახურეებს. მათი აქ დგომა ადასტურებს, რომ ჩვენ
მარტო არ ვართ არც დღესასწაულის დროს და არც გაჭირვების დროს. ჩვენი
პარტნიორები, ჩვენი მეგობრები აქ ჩვენთან ერთად იდგნენ მთელი ამ
წლების განმავლობაში და ასე იქნება მანამ, ვიდრე საქართველოს
თავისუფლებას ეს დასჭირდება. დღეს პირველად თავისუფლების მოედანზე
დგას ნატო-ს ქართველი ასეული და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო
ისტორიული მომენტი, რომელიც ჩვენ ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ ოჯახში
დაგვაბრუნებს - ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში. ,,98 წლის წინ ამ
ადგილთან ძალიან ახლოს, აქვე რუსთაველის გამზირზე საფუძველი ჩაეყარა
პირველ ქართულ რესპუბლიკას, ქართულ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელმაც
ბევრი თაობის ქართული ოცნება რეალობად აქცია და ოკუპაციის პირობებშიც
კი ჩვენს ორიენტირად იქცა. მაშინ მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართულმა
პოლიტიკურმა და სამხედრო ელიტამ ერთხმად გამოაცხადა, რომ აქ, ამ
მიწაზე დემოკრატიული რესპუბლიკა შედგა, რომელიც დაეფუძნებოდა
ადამიანის უფლებებს, ადამიანის თავისუფლებას, ყველას თანასწორობას,
რომელიც იბრძოლებდა მისი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის,-განაცხადა
თინათინ ხიდაშელმა. თავდაცვის მინისტრმა გასაკუთრებული მადლობა ჯარს
გახაუხადა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ.