კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ივანიშვილის ღია წერილი
ბიძინა ივანიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს. ციტატა წერილიდან,-,,ჩვენ ახლა ვიმყოფებით განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე , როდესაც თითოეულმა მოქალაქემ დამოუკიდებლად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე უნდა გააკეთოს არჩევანი. ეს კი ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩემი ეს წერილიც და სატელევიზიო გამოსვლებიც, რომლებსაც წინასაარჩევნოდ ვგეგმავ, იმ მიზანს ემსახურება, რომ ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თანამოქალაქეებს შევთავაზო მოვლენების ჩემეული ანალიზი, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი "ქართულ ოცნებას" და ამ პარტიის თავმჯდომარეს გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ერუდიციით, წესიერებით, შრომისმოყვარეობით და სწორედ ისეთი ევროპული ყაიდის, გაწონასწორებული და პრინციპული ლიდერია, როგორიც დღეს სჭირდება საქართველოს. ცხადია, გაჩნდება შეკითხვა - რატომ უნდა აღმოჩნდეს ვინმესთვის საინტერესო ჩემი ხედვა და რჩევა?! ამ შეკითხვას ასე ვუპასუხებდი - ყველა ადამიანს უყვარს თავისი სამშობლო და არც მე ვარ გამონაკლისი. შეძლებისდაგვარად მეც ვემსახურები ქვეყანას, ამასთანავე, ვფიქრობ, ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად მაქვს მოვლენების მართებული ანალიზის უნარი, რითაც წარმატებას მივაღწიე როგორც ბიზნესში, ასევე - ქვეყნის ტირანიისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში და რაც, შეიძლება, მომავალშიც გამოადგეს ჩემს ქვეყანას.ჩემი ხედვა, რომელიც ამ წერილში გადმოვეცი და რომელსაც კიდევ უფრო დეტალური და გაშლილი სახით სექტემბერში შემოგთავაზებთ, განპირობებულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წარმატების სურვილით. არავითარი სხვა მოტივი არ მამოძრავებს - არც ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვიბრძვი, რაც დავამტკიცე კიდეც, არც რაიმე თანამდებობა მიზიდავს და არც მატერიალურ გამორჩენას ველი. მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი პირადული გეგმები ან მიზნები არ გამაჩნია. ჩემი ერთადერთი ფიქრი ის არის, რომ უახლოეს 10-15 წელიწადში კეთილად დავაგვირგვინოთ ის საქმე, რომელსაც ჩვენი წინაპრები საძირკველს საუკუნეების განმავლობაში უყრიდნენ და თქვენთან ერთად მეც და ჩემს ოჯახსაც გვიხაროდეს საქართველოში ცხოვრება. სწორი არჩევანის შედეგად 2012 წელს ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება! სწორ არჩევანს დღესაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის! დღესაც ჩვენი ისტორიული გამოცდილების და ალღოს იმედი მაქვს! ამიტომ დავწერე ეს წერილი. ამიტომაც ვგეგმავ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა რეგიონში ჩასვლას და ტელევიზიით გამოსვლებს. შევხვდები საზოგადოებას, ვისაუბრებ ქვეყნის წინაშე არსებულ კონკრეტულ ამოცანებზე, ვუპასუხებ ჟურნალისტების და ფეისბუქმომხმარებლთა დასმულ კითხვებს მთავრობის საქმიანობის, ეკონომიკის მდგომარეობის, პოლიტიკურ პარტიების, მედიის და ყველა იმ მთავარი საკითხის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც უნდა გავაკეთოთ პოლიტიკური არჩევანი. დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც გავიმარჯვებთ!"- ეს იყო ბიძინა ივანიშვილის წერილიდან მცირე ამონარიდი.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები