გიორგი ისაკაძის შეთავაძებას უკვე გამოეხმაირა ტელეკომპანია მაესტროს
გენერალური დირექტორი. თქვენს მიერ გუშინდელი მოვლენების გაშუქების
შემდეგ ზოგადად შთაბეჭდილება იქმნება
, რომ ეძებთ ,,ბნელ ოთახში კატას, მაშინ როდესაც ის იქ არ არის",..
მიმაჩნია რომ ჩემს განცხადებაში განთავისუფლების შესახებ გარკვევით და
გასაგებად გამოვყავი ის სამი ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც მოხდა
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. სამწუხაროა, რომ თქვენი ეთერით არ
მომხდარა არც ამ მიზეზების ციტირება და არც მათი გარკვევით
დაინტერესება. სამართლიანობის და ობიექტურობის პრინციპი მოითხოვს ჩემი
მხრიდან ამ საკითხებში ნათელის შეტანს და კიდევ ერთხელ განვმარტავ,
რომ დაუშვებლად მიგვაჩნია ნებისმერი პირის მხრიდან ,,მაესტროს"
ქონებრივ თუ ინტელექტუალურ საკუთრებაზე ულტიმატუმის ენით საუბარი:
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მიმდინარე წლის 5 მაისს ბატონმა გიორგი
ისაკაძემ მომმართა წერილობითი განცხადებით, სადაც ის ყოვლად
უსაფუძვლოდ და დასაბუთებლად ითხოვს 2014 წლის 2 ოქტომბრიდან - დღემდე
ყოველთვიურ, სამიათას ლარიან კომპენსაციას განვლილ პერიოდზე, და
მომავალშიც ამავე ოდენობით სახელფასო ზრდას. იმის შემდეგ რაც მან
ამაზე ჩვენი მხრიდან დასაბუთეული უარი მიიღო, მან როგორც გადაცემის
წამყვანმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ეთერში არ გასვლაზე.
შთაბეჭდილება არის, რომ ადგილი ქონდა თქვენი გუნდის ხელმძღვანელის
მხრიდან - წასვლით მუქარას და ამ და სხვა აქტუალური თემებით მაესტროს
მანიპულირება-დაშანტაჟებას. რაც შეეხება ისაკაძის ზეპირ მომართვას,
რომელიც მან გუშინ ,,რუსთავი 2"-ის ეთერით გააკეთა, ვთვლი რომ მისი
შეთავაზება საინტერესოა და იმსახურებს ჩვენი მხრიდან საქმიან
განხილვას. სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ გავერკვიე თქვენი გუნდის
პოზიციაში. ის ჩვენთვის ამ დრომდე ბუნდოვანი და ორაზროვანი რჩება,..
გთხოვთ განმარტოთ, სამომავლოდ აპირებთ თუ არა დაკისრებული
მოვალეობების შესრულებას- ნათქვამია ,,მაესტროს" გენერალური
დირექტორის განცხადებაში.