ტურიზმის
ეროვნულმა დეპარტამენტმა პირველი პილიგრიმული კატალოგი
"მართლმადიდებელი მომლოცველები საქართველოში"
გამოსცა.
ინფორმაცია ძეგლების, ქვეყანაში დაცული სიწმინდეების, არქიტექტურის,
კედლის მხატვრობის, ფრესკებისა და რელიგიური დღესასწაულების შესახებ
ტურიზმის ეროვნულმა დეპარტამენტმა ერთ მთლიანობად აქცია და
პილიგრიმული კატალოგი "მართლმადიდებელი მომლოცველები საქართველოში"
გამოსცა.
პირველი პილიგრიმული კატალოგის პრეზენტაცია ტურიზმის ეროვნულ
სააგენტოში გაიმართა.
კატალოგი ქართულთან ერთად რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა. მის
შექმნაში საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საპატრიარქო
მონაწილეობდა.
კატალოგი რელიგიური ტურიზმის განვითარებას ემსახურება და ქვეყანაში
არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას მოიცავს.
93-გვერდიანი კატალოგის მეშვეობით მოგზაურებსა თუ დაინტერესებულ
პირებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ პილიგრიმულ მარშრუტებს და
ისარგებლონ რეკომენდაციით.
კატალოგში ქართული ძეგლები ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვითაა
დაყოფილი. მათ შორის მოხვდა ატენის სიონი და სვეტიცხოველი.
ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტი კიდევ ერთი რელიგიური კატალოგის
გამოცემას გეგმავს.
ის ამჯერად ებრაელი მოგზაურებისთვის იქნება გათვლილი.