კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა, ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას "კონფლიქტი საქართველოში" მხარი დაუჭირა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა, ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას "კონფლიქტი საქართველოში" მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს მხოლოდ რუსეთის დელეგაციის 3-მა დეპუტატმა მისცა ხმა წინააღმდეგ.
თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლიის მეოთხე სამუშო დღე დაიწყო.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა, ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას "კონფლიქტი საქართველოში" მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს მხოლოდ რუსეთის დელეგაციის 3-მა დეპუტატმა მისცა ხმა წინააღმდეგ.
რეზოლუციის კანონპროექტს საბოლოოდ ხვალ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი, 17 პუნქტისგან შედგება.
პროექტში საუბარია საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობაზე, რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევასა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებასა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და მიწაყრილების აღმართვის პროცესზე.
ასევე, ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვის გამო, ვერ ახერხებს სრულად განახორციელოს მინიჭებული მანდატი.
რეზოლუციის პროექტი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს გაიწვიოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და დაუშვას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების გამოყენება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ეუთოს, გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მისი როლი გაიზარდოს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები