„
სააკაშვილის ინიციატივას პირადად ბოკერია ასრულებდა. ისინი
მაწამამებდნენ პირადად“, „მაესტრომ“ ეს ინტერვიუ სულხან მოლაშვილთან
რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთში ჩაწერა.
„ სააკაშვილის ინიციატივას პირადად ბოკერია ასრულებდა. ისინი
მაწამამებდნენ პირადად“, „მაესტრომ“ ეს ინტერვიუ სულხან მოლაშვილთან
რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთში ჩაწერა.
მაესტროსთან საუბრამდე კი კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე მის
წამებაში მონაწილე პირებს სტრასბურგის სასამართლოს სარჩელში
ასახელებდა- გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, გოგა გრიგალაშვილი.
სულხან მოლაშვილის ახლობლები აცხადებენ რომ გამოძიებას ხელისუფლების
შეცვლის შემდეგაც დააგვიანდა, ამიტომ პეტიცია შეიმუშავეს.
საზოგადოების ცნობადი სახეები მოლაშვილის მიერ დასახელებული პირების
პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.
სულხან მოლაშვილი 2004 წელს სახელმწიფოსთვის 3 მილიონი ლარის ზარალის
მიყენების ბრალდებით დააკავეს. საქმეს ლევან მურუსიძე იხილავდა,
მოლაშვილს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. საპატიმროში კონტროლის პალატის
ყოფილი თავმჯდოამრის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ
საკუთარ დასკვნაში სტრასბურგის სასამართლოც აღნიშნავს.