პროკურორ
ლევან ადეიშვილის განცხადებით, თუ დადგინდა საქმეში სხვა დამნაშავე
პირების ვინაობა, ყველა მიეცემა პასუხისგებაში.
ვანო მერაბიშვილს შესაძლოა ახალი ბრალი წარუდგინონ. პროკურატურა 2012
წელს „ქართული ოცნების“ ლიდერების უკანონო მოსმენების საქმის
გამოძიებას აგრძელებს. კომპიუტერული ვირუსის გამოყენებით
პოლიტიკოსების ფარული მიყურადების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს
სამი მაღალჩინოსანი უკვე დააკავეს.
უწყება ამავე საქმეში არც სხვა თანამდებობის პირების მონაწილოებას
გამორიცხავეს.
პროკურორ ლევან ადეიშვილის განცხადებით, თუ დადგინდა საქმეში სხვა
დამნაშავე პირების ვინაობა, ყველა მიეცემა პასუხისგებაში.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ამ საქმეშიც პოლიტიკას ხედავს და
დასაცავის ბრალს გამორიცხავს.
მმართველი გუნდში ფარული თვალთვალში ყოფილ მაღალჩინოსანთა შესაძლო
ჩართულობა არ უკვირთ.
2012 წელს ინტერნეტით ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავას
სახელით ქართული ოცნების ლიდერების ფარული აუდიოჩანაწერები გავრცელდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მაშინ პოლიტიკოსებს ძალოვანი სტრუქტურის
წარმომადგენლები კომპიუტერული ვისურის გამოყენებით უსმენდნენ.
სასამართლომ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა
ხიზანიშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი
ლევან ქარდავა და მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილ სამსახურეობრივი
უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ სცნო. ლელუაშვილი
სასამართლომ კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენებაშიც
დაადანაშაულა.