კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
სააკაშვილის გეგმები

„ჩემი წინადადებაა რომ ჩვენი ყრილობა გავმართოთ დიდგორის ველზე, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს დიდგორი“,-განაცხადა სააკაშვილმა.

უკრაინიდან საქართველოში პირველი რეზონანსული დაბრუნება უკვე შედგა, ეს გუშინ ბათუმში იყო.
დაბრუნება დაანონსა მესამე პრეზიდენტმაც, თანაც არაერთხელ. ეს მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილის სახელი სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეს უკავშირებდა. პოლიტოლოგები გარანტიების გარეშე საარჩევნო პერიოდში დაბრუნებას გამორიცხავენ. პარალელურად სააკაშვილის პარტია საარჩევნო ყრილობისთვის ემზადება.
სიმბოლოდ ქცეული დაბრუნება და ყოფილი პირველი ლედის ბათუმური გზავნილი - სანდრა რულოვსი უკრაინდან საქართველოში, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის შემდეგ პრეზიდენტ მეუღლესაც ელოდება.
„ლევანის დაბრუნება ჩემთვის სიმბოლურია, მიშას დაბრუნების საწინდარია“,-აცხადებს სანდრა რულოვსი.
სანდრა რულოვსი განცხადებით, სააკაშვილი ჩამოვა, თუ ხალხს უნდა.
ეს მიხეილ სააკაშვილმაც რამდენჯერმე თქვა, ბოლოს 26 ივნისს. რა უნდა ხალხს, 8 ოქტომბერს გამოჩნდება, თუმცა პოლიტიკური ფსიქოლოგია მსგავსი შინაარსის გზავნილების ძალას უკვე წლებია აღიარებს.
ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ასეთი შეძახილები ხალხის მობილიზაციას მოახდენს.
მანამდე გუნდის მობილიზაციას მიხეილ სააკაშვილი ოდესაში ახდენს, საქართველოდან უკრაინაში ჩასულ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, უცვლელმა ლიდერმა პარტიული ყრილობის ადგილიც ურჩია.
„ჩემი წინადადებაა რომ ჩვენი ყრილობა გავმართოთ დიდგორის ველზე, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს დიდგორი“,-განაცხადა სააკაშვილმა.
2016 წელმა პოლიტგემოვნებაში სხვაობა აჩვენა - ლიდერის რჩევა ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ელენე ხოშტარიას წარმოდგენლად ეჩვენება დიდგორზე ყრილობის ჩატარება.
„მე წარმოუდგენლად მეჩვენება დიდგორზე ყრილობის ჩატარება. დღეს ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული ამოცანები. ეს არის ძალიან კონკრეტული, საქმიანი გამოსავლის მოძებნა იმ კრიზისული ვითარებიდან, რომელშიც ვიმყოფებით”,-აცხადებს ხოშტარია.
ასვე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კანდელაკის განცხადებით,არ არის მიღებული გადაწყვეტილება თუ სად გაიმართება ყრილობა ამაზე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭო იმსჯელებს.
დიდი მსჯელობის გარეშეც გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს უყვარს სიმბოლოები.
„ეს მიხეილ სააკაშვილისთვის ნამდვილად არის დიდგორი, რადგან ამ ბრძოლამ პიროვნული დატვირთვა შეიძინა“,- აცხადებს ხუხაშვილი.
პოლიტიკური ბრძოლის ველზე ანალიტიკოსს ახლა ერთი უპასუხო კითხვა რჩება
ხუხაშვილი:მე მაინტერესებს ვინ არის დავით აღამაშენებელი, ისევ თვითონ?







 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები