აჰმედ
ჩატაევის საქმის ლაბირინთებში - შესაძლოა საქმე პოლიტიკურ
პროვოკაციასთან გვქონდეს.
თუმცა დღეს კითხვები უფრო მეტია ვიდრე პასუხები და ამის ერთ ერთი
მიზეზი ისიც არის რომ ადრესატი საქართველოში არ იმყოფება, არც ამ
ქვეყნის მოაქლაქეა და ახლა ოდესის განვითარებით არის დაკავებული .
დაეკისრება თუ არა მიხეილ სააკაშვილს ტერორისტებთან კავშირისთვის
პასუხისმგებლობა.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით,
აჰმედ ჩატაევსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შორის კავშირები
იკვეთება და საქმეს გამოძიება შეისწავლის.
მომავალი გამოძიება ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იუსტიციის
მინისტრმა დაანონსა. მიხეილ სააკაშვილი ამჯერად ახმედ ჩატაევის
მფარველობასა და ტერორისტების დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი.
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ საქმეს აუცილებლად
გამოიძებს.
“პირობას გაძლევთ ამ საქმეს ნამდვილად გამოვიძიებთ როგორც კი
სააკაშვილი ქართველი სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდება“-აცხადებს
წულუკიანი.
დიახ არსებობდა კიტხვები, რადგან ორეზიდენტი ვანო მერაბიშვილი და
მისის მოადგილე მოიაზრებოდნენ, როგორც ჩატაევის ქვეყანაში
შემომყვანებად.. იყენებდნენ მატს მათთვუსა საწირო ტემებისთვის და როცა
რაღაც არ მოეწონათ ჩასევეს ციხეში.
წულუკიანი.....სააკაშვილმა მერაბიშვილმა და მისმა მოადგილებ
შემოიყვანეს საქართველოში
სუბარი.... ცნობილი ტერორისტი ყოფილა .სააკაშვილის აგენტი, რომელსაც
სააკაშვილი. აფინანსებდა ტერორისტებს, ჩატაევს პასპორტს პასპორტზე
უკეთებდა.
იუსტიციის მინისტრს შეკითხვები აქვს და მაშინდელი მთავარი პროკურორის
გადაწყვეტილებას ნაჩქარევს უწოდებს. არჩილ კბილაშვილი დღეს კერძო
პირია და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე საუბრს ერიდება. დუმს
უკვე შოთაძის უწყებაც. მიხეილ სააკაშვილის გუნდი კი ბრალდებებს
ბრალდებებითვე პასუხობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სერგო რატიანის განცხადებით,
ხელისუფლებამ მოსვლისთანავე გაათავისუფლა რუსეთის ჯაშუშები და
ტერორისტები.
„ამით დაკავებული იყო მთელი ხელისუფლება და გაათავისუფლა ისინი არა
რამე ჰუმანური აქტით, არამედ მათ გამოუშვეს ქურდები და ტერორისტები
გარეთ და აქციეს გმირებად“, აცხადებს რატიანი.
და ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ, ასაფეთქებელი ნივთიერების
უკანონოდ ფლობის ბრალდებით დაკავებულ ჩატაევს არც ქართული პასპორტი
ჰქონდა და არც ყოფილ ხელისუფლებასთან კავშირი-ამბობს ადვოკატი, ნინო
ანდრიაშვილი რომელიც ახმედ ჩატაევს დაკავების დღიდან იცავდა.
მოუწევს თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს გამოძიების შეკითხვებზე
პასუხის გაცემა რთული სათქმელია, რადგან ამ ეტაპზე ქართველ
სამართალდამცველებს მიხეილ სააკაშვილთან წვდომა არ აქვთ.