რეზოლუციის
პროექტი ”კონფლიქტი საქართველოში” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ
2012 წელს მიღებულ პროექტზე გაცილებით მძაფრია, - ამის შესახებ ეუთოში
საქართველოს წარმომადგენელმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა.
რეზოლუცია-კონფლიქტი საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის
პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა, გამონაკლისი რუსეთის
დელეგაციის სამი დეპუტატი იყო.
დავით უსუფაშვილის ავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი, 17
პუნქტისგან შედგება. ძირითადი აქცენტი ქვეყნის ოკუპირებულ
ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზეა გაკეთებული და ხაზგასმულია, რომ
რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების
დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების
უგულვებელყოფას.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი
ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს „ანტირუსულ
დოკუმენტად“ აფასებს, მისი თქმით, დოკუმენტი აფხაზი და ოსი ხალხის
ნების იგნორირებას ახდენს
ნიკოლაი კოვალიოვი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის
ხელმძღვანელი
რეზოლუციის პროექტი ”კონფლიქტი საქართველოში” ეუთოს საპარლამენტო
ასამბლეის მიერ 2012 წელს მიღებულ პროექტზე გაცილებით მძაფრია, - ამის
შესახებ ეუთოში საქართველოს წარმომადგენელმა თედო ჯაფარიძემ
განაცხადა.
რეზოლუციის პროექტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის
ფედერაციას, რომ დაუშვას იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო,
ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნება მათი წარმოშობის ადგილზე,
საჭიროების შემთხვევაში კი უზრუნველყოს საერთაშორისო ჰუმანიტარულ
დახმარებაზე ხელმისაწვდომობა და შესაძლებელი გახადოს ადგილზე
ადამიანის უფლებების მონიტორინგის განხორციელება.
რეზოლუციის კანონპროექტს ხვალ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ
სესიაზე დაამტკიცებენ.