" ევროპის
სახალხო პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი აგრამუნტი მოსკოვს გაურიგდა, რომ
ევროპის საბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის სანაცვლოდ,
რუსეთის დელეგაციამ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე მხარი
მათ კანდიდატს, გიგი წერეთელს უნდა დაუჭიროს.
ხვალ უკვე ცნობილი იქნება ვინ იქნება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის
ახალი პრეზიდენტი.
შანსი კიდევ ორ კანდიდატთან ერთად ქართველ გიგი წერეთელსაც აქვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კანდიდატურა ევროპის სახალხო პარტიამ
წარადგინა.
დღეს ის იშვიათი დღე იყო, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან
გარიგების ბრალდების გამო თავის დაცვა მოუწია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი ვარაუდობს, რომ
ევროპის სახალხო პარტია რუსეთთან გარიგდა. EPP-ის ერთ-ერთი პირობა კი
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი
წერეთლის მხარდაჭერა იყო, რასაც რუსეთი დათანხმდა.
50-მდე დელეგატმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი პრეზიდენტი
უკვე აირჩია.
შედეგი ხვალ გასაჯაროვდება. მმართველი პარტიის წარმომადგენელი
ვარაუდობს, რომ ამ თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის
მხარდაჭერა რუსეთს „ევროპის სახალხო პარტიამ სთხოვა“.
გია ვოლსკის წარმოდგენილი სცენარი ასეთია:
" ევროპის სახალხო პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი აგრამუნტი მოსკოვს
გაურიგდა, რომ ევროპის საბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის
სანაცვლოდ, რუსეთის დელეგაციამ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის
პოსტზე მხარი მათ კანდიდატს, გიგი წერეთელს უნდა დაუჭიროს.
ის, რომ რუსეთის დელეგაცია გიგი წერეთელს მხარს დაუჭერს, რამდენიმე
დღის წინ თავად რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ლეონიდ სლუცკიმ
თქვა.
დუმის დეპუტატი დღეს იმავეს აღარ იმეორებს. მოსკოვში დაბრუნებული
სლუცკი ამბობს, რომ წერეთლისთვის მხარდაჭერის საკითხი ჯერკიდევ
მოლაპარაკების საგანია.
ქართული ოცნების წევრები და გიგი წერეთელი რუსეთის დელეგაციასთანაც და
ასამბლეის სხვა წარმომადგნელებთანაც ცალ-ცალკე მუშაობენ. მმართველ
პარტიას საკუთარი კანდიდატი არ ჰყავს, თუმცა თავისივე ქვეყნის
წარმომადგენლის არჩევასაც ეწინააღმდეგება.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი
ქარული ოცნების მოწოდებს არ იზიარებს და ამ კამპანიას სამარცხვინოს
უწოდებს..
„ქართული ოცნებიდან“ მიმითითეს, რომ არ იყავი სწორი, როდესაც ამ
მოვლენებს ”სამარცხვინო” უწოდეო. მე ვაღიარებ რომ არ ვიყავი სწორი -
მართლაც შევცდი, რადგან რაც დრო გავიდა, ვხედავ, რომ ეს მოვლენები
არის არა მარტო სამარცხვინო, არამედ თავისმომჭრელი, პოლიტიკური
მაზოხიზმის ნიშნების შემცველი და კიდევ ათასი უბედურება, ამიტომ არ
მინდა იმაში ჩავერთო, რაც ხდება. დიახ, ეს არის სამარცხვინო“.
გიგი წერეთლის გარდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობა კიდევ
2 კანდიდატს სურს. ევროპის სახალხო პარტიის ქართველი წარდგენილი
კონკურენციას დამოუკიდებელ კანდიდატ ალან ნერის და ევროპის
სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილ კრისტინ მუტონენს
გაუწევს.