შვილი ხმა რვის წინააღმდეგ , არჩილ ხაბაძე თამადებობაზე რჩება.
აჭარის
მთავრობის თავმჯდომარისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების თაობაზე
ოპოზიციის ინიციატივა აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომის
ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, თუმცა იმპიჩმენტისთვის საჭირო
თოთხმეტი ხმა ოპოზიციამ ვერ მოაგროვა.
რიგგარეშე სხდომას 19 დეპუტატი ესწრებოდა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის განცხადებით,
დეპუტატებმა უნდობლობა არ გამოუცხადეს არჩილ ხაბაძის მუშაობას და არც
მას აქვს პრეტენზიები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან.
" შეგროვდა მხოლოდ 7 ხმა, როცა საჭირო იყო 14 ხმა. გადადგება თუ არ
გადადგება არჩილ ხაბაძე ეს არის მისი გადასაწყვეტი. მე პირადად,
როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მათან პრეტენზიები არ მაქვს,
განაცხადა ავთანდილ ბერიძემ.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის პეტრე ზამბახიძის
განცხადებით, დღევანდელ კენჭისყრას აღარ ჰქონდა
მნიშვნელობა.
„ჩვენი მიზანი მიღწეულია და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მისი
გუნდი აღარ იქნება ძალიან მალე თანამდებობებზე. უკვე გაცხადებულია,
რომ ისინი წერენ განცხადებებს“,- განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.
არჩილ ხაბაძემ მისი გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია
დღეს პრაქტიკულად დაადასტურა, ის არ გამორიცხავს, რომ ორ დღეში
გადადგომის თაობაზე განცხადება თავად გააკეთოს.
მის შემცვლელად ამჟამად ყაზახეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარიძე
სახელდება.