გურჯაანის
რაიონის ფერმერები მოსავლის რეალიზაციის პრობლემებსა და დაბალ ფასებზე
საუბრობენ.
გურჯაანის რაიონის ფერმერები მოსავლის რეალიზაციის პრობლემებსა და
დაბალ ფასებზე საუბრობენ.
მათი განცხადებით, ატმის ფასი 20 დან 60 თეთრამდე მერყეობს.
ფერმერებს მყიდველის სიმცირის გამო- მოსავლის გადაყრა უწევთ.
ფერმერები ამბობენ, რომ ატმის გასაყიდი ფასი მოსავლის მოსაყვანად
გაწეულ ხარჯებს ვერ ანაზღაურებს. შეწამვლა საკმაოდ ძვირი ღირს და ვერც
პროდუქტის საზღვარზე გატანას ახერხებენ.
ხილის ჩამბარებელი პუნქტები სახელმწიფო აგრო კრედიტის ფარგლებში
რაიონში გახსნილია, თუმცა გლეხები ამბობენ, რომ ეს სამაცივრე
მეურნეობებია და მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას იღებენ.
ხილის ჩამბარებელ პუნქტებზე განსხვავებული ინფორმაციას ფლობენ სოფლის
მეურნეობის სამინისტროში.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გოჩა ცოფურაშვილი
რომ საწარმო, სადაც ატმის ჩაბარება 50 თეთრიდან 1 ლარის ფარგლებში
ხდება - დღეს თავად დაათვალიერა და გარდა უვარგისი პროდუქციისა, ყველა
კატოგორიის ხილს იბარებს.
ატმის რეალიზაციასთან დაკავშირებით კი დანელიას უწყებაში ამბობენ, რომ
პროდუქციის გასაყიდ ფასს არა სახელმწიფო არამედ ბაზარი ადგენს.
მაესტროს წყაროს ინფორმაციით თბილისში საპროტესტო აქციები უნდა
გამართულიყო. იდეა კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს ეკუთვნოდა, ფერმერები
კი აქციის სანაცვლოდ თანხას მიიღებდნენ.
ადგილობრივები პოლიტიკურ თემაზე კამერებთან საუბარს ერიდებიან, თუმცა
ინფორმაციას პირად საუბარში არ უარყოფენ. კახეთში მოსავლის
პოლიტიზირება პირველი შემთხვევა არ არის. ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის
დაკვეთით, სოფელი კარდენახის მკვიდრმა გასული წლის შემოდგომაზე
ვენახის გაჩეხვის იმიტაცია განახორციელა.