კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
მაგდა პაპიძის ვერდიქტი და ნაფიცი მსაჯულები საქართველოში
25 წლის მაგდა პაპიძე მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს.
2 საათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ბრალდებული ერთხმად გაამტყუნა. 25 წლის მაგდა პაპიძე მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს.
მამა-შვილის მკვლელობა 2015 წლის 19 დეკემბერს თბილისში მოხდა. სამართალდამცველებმა პაპიძე ცხელ კვალზე რამდენიმე საათში დააკავეს. დაახლოებით 7 თვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურატურის ბრალდება დადასტურდა.
გამამატყუნებელი ვერდიქტის გამოცხადებას მოკლული ომარ ქაფიაშვილის ახლობლების მხრიდან შეძახილები მოჰყვა.
ბრალდებულის ოჯახის წევრები ისევ ამტკიცებენ, რომ მაგდა პაპიძე უდანაშაულოა. თუმცა არც ის იციან, ვის შეიძლებოდა ჩაედინა მკვლელობა.
ხვალ 11 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე გაირკვევა, რამდენი წლის გატარება მოუწევს მაგდა პაპიძეს ციხეში.
ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატების მოთხოვნით, სასჯელის განსაზღვრის სხდომას მოსამართლე, ნაფიცი მსაჯულების გარეშე ჩაატარებს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები