აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მეთაური გადადგა.
მიზეზად აჭარის მთავრობის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, წინასაარჩევნო
კამპანიაში მისი აქტიური ჩართვის აუცილებლობა დაასახელა. ვინ შეცვლის
ხაბაძეს - მმართველ პარტიაში ამის შესახებ ჯერ არ საუბრობენ.
ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ რომ
არჩილ ხაბაძის შემცვლელს აჭარის უმაღლესი საბჭო მხარს
დაუჭერს.
პარტიის აღმასრულებელი მდივანი,
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველ პარტიას აქვს საკმარისი
რესურსი ახალი კანდიდატის ასარჩევად.
თუმცა პროცედურების
მიხედვით, ახალი კანდიდატის დასამტკიცებლად 11 დეპუტატის ხმაა საჭირო,
ქართულ ოცნებას აჭარის უმაღლეს საბჭოს 9 დეპუატატი ყავს.
რაც შეეხება თავად არჩილ ხაბაძეს
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად
ჩაერთვება.
მმართველი გუნდის მსგავსად
თანამდებობის დატოვების მიზეზად არჩილ ხაბაძეც მოახლოებულ არჩევნებს
ასახელებს.
"აჭარაში ოთხი წლის განმავლობაში
ფუნდამენტურად განვითარების გზა გავიარეთ, მთავრობა იყო გამჭვირვალე,
ღია და სამართლიანი. გაიზარდა აჭარის ტურისტული პოტენციალი,
უპრეცედენტო რაოდენობით გაიზარდა ბიუჯეტი და ინვესტიციები. მივიღე
გადაწყვეტილება დავტოვო ჩემი პოსტი და ახალ ამპლუაში გავაგრძელო
საქმიანობა“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
მიუხედავად იმისა რომ არჩილ
ხაბაძემ თანამდებობა დატოვა, ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებლად რჩება ვიდრე პოსტს მისი შემცვლელი
დაიკავებს.
ჯერ ჯერობით ხაბაძის შემცვლელის
ვინაობას არც აჭარის მთავრობაში და არც მმართველ გუნდში არ
ასახელებენ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის
თავმჯდოამრის პოსტს ზურაბ პატარიძე დაიკავებს.
ის ამ დრომდე საქართველოს
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია ყაზახეთში.
ხაბაძის გადადგომასთან ერთად
უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდათ აჭარის ოთხივე მინისტრს.
ახალ ხელმძღვანელს პრეზიდენტი პრემეირთან შეთანხმებით აჭარის უმაღლეს
საბჭოს 10 დღის ვადაში წარუდგენს.
არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობის
თავმჯდომარის პოსტს 3 წელი და 8 თვე ინარჩუნებდა, მანამდე ის ის
ქართუ ბანკის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე იყო.