კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ხუთმხრივი შეხვედრა გალში

 

გალში გამართულ ხუთმხრივ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა

ქართული მხარე ბრალდებულის გადმოცემას ითხოვს, თუმცა ამას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ აკმაყოფილებს.

მანამდე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლებამ შუამდგომლობა დააყენა, თუმცა არც ეს დაკმაყოფილდა და რაშიდ კანჯი ოღლის შინაპატიმრობა შეუფარდეს.

ქართული მხარე ბრალდებულის შესაძლო ლიკვიდაციაზე ავრცელებდა ინფორმაციას, თუმცა სასჯელის სხვა ფორმაზე არც ამ განცხადებებს მოუხდენიათ ზეგავლენა.

დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს წარმომადგენლებმა აფხაზურ მხარეს გადასცეს საქმის მასალები მათ შორის ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგები. ახლა მათგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან.

გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა შედეგი არ ჩანს- ეს ოფიციალური თბილისის პოზიციაა.  შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებსა და დრანდის ციხეში დაპატიმრებული ქართველის გიორგი კუკავას გათავისუფლებაზე

გალის შეხვედრები 2012 წელს აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა და ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის 27 მაისს აღდგა. გადაწყვეტილება კი, როდის და რა ფორმით დაისჯება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლი უკვე 2 აგვისტოს ჩანიშნულ შეხვედრაზე გახდება ცნობილი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები