კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
არეულობა სოხუმში და რუსი ანალიტიკოსის შეფასება
სოხუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეგრეთწოდებული ოპოზიციის მომხრეებმა დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნით ძალოვან უწყებაში შეჭრა

და შენობის შტურმით აღება სცადეს.

ეგრეთწოდებული ოპოზიცია აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას ეგრეთწოდებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაგეგმილი რეფერენდუმის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს და კენჭისყრის შემოდგომაზე გადატანას ითხოვს.

ე.წ პრეზიდენტმა პასპორტების საკითხში გაგვიგო, შესაძლო კომპრომისზეც ისაუბრა, თუმცა რეფერენდუმის თარიღის შეცვლას არ აპირებს. ჩვენ პრეზიდენტს ერთობლივი კომისიის შექმნა შევთავაზეთ, სადაც ოპოზიციისა და ხელისუფლების იურისტები გაერთიანებიან და აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ. იმედი მაქვს პროცესები ცივილიზებული ფორმით ჩაივლის,-აცხადებს  პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი ახრა კვეკვესკირი.

შტურმი არ შედგა, თუმცა საპროტესტო აქცია შედეგით დასრულდა. აფხაზეთის ეგრეთწოდებულ შინაგან საქმეთა მინისტრს დე-ფაქტო პრეზიდენტმა უფლებამოსილება შეუჩერა, მასობრივი არეულობის ორგანიზების მუხლით ოკუპუირებულ აფხაზეთში გამოძიება დაიწყო, თუმცა დე-ფაქტო მთავრობა რეფერენდუმის გადატანას მაინც არ აპირებს.

მათთან საუბრის შემდეგ მივედი დასვნამდე რომ რამდენიმე მათგანი მილიციის მხარეს გადავიდა.  შექმნილ პროვოკაციას მშვიდად   შევხვდებით. გვყოფნის ძალები ვითარების ისე მოსაგვარებლად როგორც ეს საჭიროა. დაპირისპირება არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რეფერენდუმის გადადება გამორიცხულია. რაც შეეხება პასპორტების თემას, დაე მისცენ ხმა  ვადაგასული პასპორტებით,ასეთი დოკუმენტი მხოლოდ 4 ათასია. თუ რეფერენდუმის ბედს ამ პასპორტების მფლობელები გადაწყვეტენ, მზად ვარ ამ გადაწყვეტილებას დავეთანხმო“-აცხადებს  ეწ. პრეზიდენტი   რაულ ხაჯიმბა.

დე-ფაქტო პრეზიდენტი ეგრეთწოდებულ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. არაღიარებული ოფიციალური პირები თანხმდებიან რომ ახლა მთავარი სტაბილურობის შენარჩუნებაა, მომხდარი კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე მაესტრო ალექსანდრ სკაკოვს ესაუბრა. პოლიტოლოგის თქმით ე.წ. რეფერენდუმის წინ ოპოზიცია წამგებიან სიტუაციაშია და მათი ქმედებაც სწორედ ამ მიზეზით არის გამოწვეული. სკაკოვის აზრით ოპოზიციური ძალები წინა ხელისუფლების მომხრეები არიან და მათი ძირითადი მოტივაცია საბიუჯეტო თანხების განკარგვაა. სკაკოვი ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მიერ მორიგ პროვოკაციებს არ გამორიცხავს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები