ბარაკ ობამას გზავნილი ქართველ ხალხს
-სახელმწიფო მდივანმა ჩამოუტანა. აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს
საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხებას, კეთილდღეობას და
ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
უმაღლესი რანგის სტუმარს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა - მხარეებმა
ხელი მოაწერეს მემორანდუმს რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების
თავდაცვისუნარიანობას და ეფექტურობას გაზრდის.
დოკუმენტი ამერიკასა და საქართველოს შორის ერთობლივი წვრთნების
გამართვას გულისხმობს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გამოაქვეყნა ის მემორანდუმი,
რომელსაც ხელი დღეს გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ კერიმ მოაწერეს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის
გაძლიერების მიზნით აპირებს გააფართოვოს დახმარების არსებული
მექანიზმები.
„აშშ-ს მტკიცე პოზიცია უკავია და რჩება ერთგული საქართველოს
სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი
საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აშშ აღიარებს საქართველოს
მნიშვნელოვან როლს, როგორც რეგიონში სტრატეგიული და სანდო პარტნიორის
და კვლავ უჭერს მხარს საქართველოს უფლებას, გააკეთოს დამოუკიდებელი და
სუვერენული არჩევანი საგარეო და უსაფრთხოების კურსთან დაკავშირებით,
რომელიც თავისუფალია გარე ზეწოლისგან და იძულებისგან“, - ნათქვამია
დოკუმენტში.
ეს არის ამონარიდი საქართველოს მთავრობის შეფასებით ისტორიული
დოკუმენტიდან რადგან დღეიდან ორქვეყანას შორის ურთერთბა ახალ ეტაპზე
გადადის.
ჯონ კერიმ მისალების შედეგ საზოგადიებას ამერიკის შეერთებუილ შტატების
პრზიდენტის გზავნილი გააცნო.
ჯონ კერის განცხადებით, 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნები იქნება
ლაკმუსის ქაღალდი საქართველოსთვის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, თავისუფალი და სამართლიანი
არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი უსაფრთხოების უფრო მეტად
უზრუნველყოფისა და საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის.
საუბრის მთავარი თემა დღევანდელ შეხვედრაზე ის მემორანდუმი იყო,
რომელსაც ხელი კერიმ და კვირიკაშვილმა მოაწერეს.
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარღმავების შესახებ
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს
თავდაცვითი შეიარაღება შეიძინოს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა nato-ში საქართველოს პერსპექტივაზეც
ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.
დღესვე ხელი კიდევ ერთ დოკუმენტს მოეწერა. რომლის მიზანი ორ ქვეყანას
შორის განათლებსი სფეროში ურთიერთობების გაღრმავება. უფრო
კონკრეტულად, საქმე ეხება ფულბრაიტის გაცვლით პროგრამას.
განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ორჯერ მეტ
სტუდენტს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს დაფინანსებით იმისთვის, რომ
გაიღრმაოს ცოდნა ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში.
მთავრობის
ადმინიტრაციის შედეგ სახელმწიფო მდივანს საქართველოს პრეზიდენტმა
უმაპსინძლა. გიორგი
მარგველაშვილმა ჯონ კერის ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა
ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერის
კონტექსტში.