კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ჯონ კერიმ საქართველო დატოვა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველო დატოვა.
ჯონ კერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა - მიხეილ ჯანელიძემ, პირველი დიპლომატის მოადგილემ - დავით ზალკალიანმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში - იან კელიმ გააცილეს.
აშშ-ს სახელმიწიფო მდივანი თბილისიდან კიევში გაემგზავრა.
კერი საქართველოს გუშინ დილით ეწვია. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან.
ასევე შედგა ორი ქვეყნიოს სტრატეგიული ქარტიის სხდომა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი შეაფასა, როგორც ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული ძლიერი მხარდაჭერის გამოხატულება. მინისტრის
მისი  თქმით, აღნიშნული ვიზიტი ხელშესახები შედეგებით დასრულდა, რაც მრავალი მიმართულებით კიდევ უფრო გააღრმავებს სტრატეგიულ პარტნიორთან საქართველოს თანამშრომლობას.

„ეს ვიზიტი ხელშესახები შედეგების მომტანია საქართველოსთვის. თავად ის, რომ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი განხორციელდა ვარშავის სამიტის წინ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ აშშ საქართველოს გვერდით უდგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ძალიან მკაფიო გზავნილი მოვისმინეთ საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერის კუთხით. მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ასევე თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მტკიცე მხარდაჭერა და კონკრეტული მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან და ამის დასტურია ის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა გუშინ. გაღრმავდება ჩვენი ურთიერთობები განათლების სფეროში, ეკონომიკური მიმართულებით, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით.  ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული შედეგებით დატვირთული ვიზიტი“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები