მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელმაც საქართველოს
კონკრეტული შედეგები მოუტანა ,
- ასე აფასებს საქართველოს მთავრობა ამერიკის
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტს.
პრემიერ-მინისტრის თქმით,
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსა და განათლების სფეროში
თანამშრომლობისთვის გაფორმებული მემორანდუმი ქვეყნისთვის წინ
გადადგმული ნაბიჯია.
მინისტრების შეფასებით, ჯონ
კერის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატოს ვარშავის სამიტის
წინ.
“ეს იყო ძალიან წარმატებული
ვიზიტი, ჩვენ გვქონდა ძალიან სასარგებლო დიალოგი გუშინ და ეს ვიზიტი
დასრულდა ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგებით. ვიზიტი არის რა
თქმა უნდა, დადასტურება ძლიერი მხარდაჭერის და მნიშვნელოვანია, რომ ეს
ვიზიტი შედგა ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რაც კიდევ ერთხელ არის
დადასტურება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის. შედეგები,
რომელზეც მოგახსენეთ, ეს არის მემორანდუმი, სამხედრო და უსაფრთხოების
სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, რაც ახალ ჩარჩოს ქმნის
ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. ეს არის მემორანდუმი ასევე
განათლების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც აორმაგებს
ქართველი სტუდენტების რაოდენობას, რომლებსაც საშუალება ექნებათ
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღონ განათლება; ასევე ეს არის
უმნიშვნელოვანესი პროგრამა USAID -ის დაფინანსებით, ეს არის პროგრამა
ზრდა, რომელიც მიმართულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცირე და
მიკრობიზნესის განვითარებაზე, რის შედეგად დამატებით 2000 ათასი
სამუშაო ადგილი შეიქმნება და ასევე 11 ათას ოჯახს შეეხება ეს
პროგრამა,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.