საქართველოს
ვიზალიბერალიზაციის პროცესს მინისტრთა კაბინეტის წევრები
აფასებენ.
ოფიციალური
თბილისი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტი საქართველოს
ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილებას ახლო მომავალში
მიიღებს.
მთავრობის წევრების შეფასებით - ევროპარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერა
წინ გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი
პროცედურულად და თანმიმდევრულად მიმდინარეობს.
“ეს მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს კომიტეტი არის წარმდგენი
აღნიშნული საკითხის პლენარულ სხდომაზე. LIBE-ს მომავალ სხდომაზე უკვე
კენჭი ეყრება ამ საკითხს, მას შემდეგ რაც შეგროვდება შენიშვნები,
თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა პარტია,
ყველა წარმომადგენელი, თანხმდება. ამ პროცესში აუცილებელი იყო საგარეო
საკითხთა კომიტეტის პოზიცია, რომელიც გამოქვეყნდა და ძალიან
პოზიტიურია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პროცედურულად ეს საკითხი
თანამიმდევრულად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია და დღეს უკვე
ყველასთვის ნათელია, რომ გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციასთან
დაკავშირებით მიღებულია. ამ საკითხს სჭირდება შესაბამისი პროცედურული
გაფორმება, რაც შესაბამის სტრუქტურებში ძალიან სწრაფი ტემპებით
მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მხირდან საქართველოს
ვიზალიბერალიზაციის ინიციატივის მხარდაჭერას მნიშვნელოვანს
უწოდებს.
მისი თქმით,, ამ გადაწყვეტილების შემდეგ მთავარია დროულად მოხდეს
საქართველოს საკითხის განხილვა პლენარულ სესიაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გადაწვეტილება. როგორც
მოგეხსენებათ, ვიდრე პლენარულ სხდომაზე გავა ევროპალმენტში
საქართველოს შესახებ საკითხი, საჭირო იყო რომ ორ კომიტეტს მიეღო
საქართველოსთან დაკავშირებით გადაწვყეტილება. მოგეხსენებათ, რომ ერთი
არის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა
კომიტეტი (LIBE), მეორე არის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე დაასრულა და კენჭი უყარა გადაწყვეტილებას
და ახლა კენჭისყრა საჭიროა მოხდეს LIBE-ს კომიტეტში, სადაც 4 ივლისს
იყო ასევე საკითხის განხილვა, რომელიც პოზიტიურად წარიმართა. იყო
მხოლოდ პოზიტიური შეფასებები. მომხსენებელმა მხარი დაუჭირა დროულ და
ყოველგვარი შეფერხებების გარეშე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის
საკითხის გადაწყვეტას ევროპარლამენტის მხრიდან და ჩვენ მოველით, რომ
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, დროულად მოხდება უკვე საქართველოს
საკითხის განხილვა პლენარულ სესიაზე”, - განაცხადა ჯანელიძემ.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონდებლო ინიციატივას.
საქართველოს ვიზალიბერალიზაციას კომიტეტის წევრებმა ხმათა
უმრავლეოსბით დაუჭირეს მხარი.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის
გაუქმების საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტის წევრი, ლატვიელი
დეპუტატი ანდრეას მამიკინსია.