ამერიკის
შეერთებული შტატებიდან საქართველოში გამოძახებული ელჩი უკვე მეორე
დღეა თბილისშია,
თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა -განმარტებისთვის დღეს არ
მისულა. ეს არჩილ გეგეშიძემ გამოცემა ნეტგაზეთის ბლოგერს უთხრა,
ამერიკის შეერთებულ შტატებში.
“ნეტგაზეთის” ბლოგერთან, არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდში
პრორუსული ძალები არსებობენ, და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ამ
საკითხის მიმართ პლურალისტური მიდგომა არსებობს.
ვიდრე დიპლომატი განმარტავს მის მიერ გაკეთებულ რეზონანსულ
განცხადებას, თბილისში პოლიელიტა მედიასაშუალებას უტევს.
გამოცემა უმავლესობის ლიდერისგან ბოდიშს ითხოვს, თავის მხრივ
განმარტვას, რომ დიპლომატთან ინტერვიუ 27 მაისს ჩაიწერა, თუმცა
ბლოგერის ავადმყოფობის გამო მასალა თბილისის რედაქციაში 1 ივლისს,
მივიდა და მეორე დღეს გამოქვეყნდა.
ვიდრე არჩილ გეგეშიძის ამერიკული მისია გაურკვეველი რჩება, ქართული
პრესა დიპლომატის შესაძლო შემცვლელად მინისტრ ჯანელიძესა და საგარეო
საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, თედო ჯაფარიძეს
ასახელებს.
ეს პირველი სკანდალი არ არის, რომელიც არჩილ გეგეშიძის სახელს
დაუკავშირდა. მასშტაბები უფრო დიდი იყო 2014 წელს, მაშინ ელჩმა
ინფორმაციის უზუსტობაში Foreign Policy-ის ჟურნალისტი
დაადანაშაულა.