ირაკლი
ქადაგიშვილმა თავისუფალი-დემოკრატები დატოვა.
პარტიის ყოფილი თავმჯდომარე კონსულტაციებს პრემიერ მინისტრთან
მართავს. სავარაუდოდ ის ოპოზიციიდან პირდაპირ კახეთის გუბერნიაში
რწმუნებულის თანამდებობაზე -გადაინაცვლებს.
ის ვინც სავარაუდოდ ქადაგიშვილმა უნდა შეცვალოს მივლინებაშია,
ირაკლი შიოლაშვილმა ცვლილების შესახებ კომენტარი არ ისურვა ცნობილია,
რომ შიოლაშვილი ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის სანდო
კადრია .
მცხეთა მთიანეთის გუბერნატორი პოლიტიკურ გემოვნებას არ მალავს,
თუმცა პირობას დევს, რომ შეხედულებებს მოვალეობებისგან
მკაცრად გამიჯნავს..
არსებული ინფორმაციით იმერეთის გუბერნიას დაემშვიდობება გივი
ჭიჭინაძე , ის სავარაუდოდ ქართული ოცნების საპარლამენტო სიაში
იქნება
იმერეთის გუბერნატორი, რომელიც ადგილობრივების თქმით, რეგიონს
თბილიდან მართავს.
ქართულ პოლიტიკას წინასაარჩენოდ განსაკუთრებულად
გააქტიურებული რწმუნებულები ახსოვს , როგორც წესი ადგილობრივი
მმართველები შვებულებას არჩევნებს ამთხვევენ და კამპანიაში
აქტიურად ერთვებიან.
არსებული ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ გიორგი კვირიკაშვილი
ახალი ძალების მობილიზებას იწყებს, ამ ტალღაში შედიან გუბერნატორებიც,
ვინ დაემშვიდობება რწმუნებულის მანდატს - მალე გაირკვევა.