კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია დამტკიცებულია
საგზაო უსაფრთხოების მთავარი საფუძველი არის ღვედი

-შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ საგზაო უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი დეტალი შეგვახსენა.

შემდეგ კი ეროვნული სტრატეგიის შესახებ ისაუბრა. საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია უწყებების კოორდინირების ფონზე გრძელვადიანი გეგმის შემუშავებას გულისხმობს. მიზანი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების ზომების გაზრდაა.

სტრატეგიის გახორციელებაში აქტიურ როლს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეასრულებს. სტრუქტურამ  უკვე შეიმუშავა საგზაო უსაფრთხოების გეგმა, რომლის მიხედვით გამკაცრდება ავტოსატრასპორტო  შემთხვევების გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა.

ავტოპარკის მოცულობისა და  საგზაო ინფრასტრუქტურის ზრდა, საერთაშორისო სატრანზიტო ქსელის სიმრავლე - ეს არასრული ჩამონათვალია იმ გამოწვევების, რომლებიც საგზაო უსაფრთოების თვალსაზრისით დღევანდელ ეპოქაში გასათვალისწინებელია.

არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ამ გამოწვევებს ინოვაციური მიდგომები ჭირდება.

საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია უწყებათშორისი დოკუმენტია, რომელზეც ერთდროულად ეკონომიკის , შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროები მუშაოებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები