სამი წლის წინ თბილისის ზღვაზე მამუკა
მიქაუტაძის თვითმკვლელობის საქმე დღეს ისევ
აქტუალურია
პროკურატურამ საქმეზე ძიება დანაშაულის არ არსებობის გამო
შეწყვიტა. გარდაცვლილის ცოლი დარწმუნებულია რომ მისი
მეუღლე თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე
მამუკა მიქაუტაძე პოლიციის განყოფილებაში მის მეგობრის გელა
მანჯავიძის - ნარკოტიკების შეძენა- შენახვის საქმეზე მომწის
სახით დაკითხეს.
გარდაცვლილის მეუღლე ხაზს უსვამს
იმ გარემოებას რომ მიქაუტაძეს მისი მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება არ
დაუწერია, დაწერეს სამართალდაცველებმა და ხელი მამუკა მიქაუტაძეს
მოაწერინეს. საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შემდეგ ოჯახის ადვოკატმა
პროკურატურას ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართა თუმცა
უშედეგოდ.
მამუკა მიქაუტაძის საქმეზე სამი
წლის წინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დამოუკიდებელი ექსპერტიზა
ჩაატრა - დადგინდა რომ მიქაუტაძე არავის მოუკლავს.
გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატი
მკვლელობას გამორიცხავს თუმცა ეჭვები აქვთ რომ მიქაუტაძე
თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი და რატომ
დაიხურა საქმე ამ კითხვებზე პროკურატურას დღეს კომენატრი არ
გაუკეთებია. ოჯახის ადვოკატი საგამოძიებო უწყებისგან
ითხოვს პასუხს თუ რატომ არ ცნო გამოძიებამ გარდაცვლილის
დედა დაზარალებულად. ახალგაზრდა იურისტები საქმის სტრასბურგში
გასაჩივრებას პროგნოზირებენ.