კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
თამარ სანიკიძე განათლების სამინისტროს უბრუნდება

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე, შესაძლოა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნოს.

განათლების მინისტრის თქმით, ის თამარ სანიკიძის სისტემაში დატოვებას ცდილობს. საბოლოო გადაწყვეტილება ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

განათლების ყოფილი მინისტრი ინფორმაციას უწყებაში მისი დაბრუნების შესახებ ადასტურებს.

თამარ სანიკიძე ამბობს, რომ არჩევანი განათლების სამინისტროს  ორ დეპარტამენტს შორის უნდა გააკეთოს.
„რამდენიმე ადგილი მაქვს პრობლემური, სადაც თამარისნაირი წონა და გამოცდილება მნიშვნელოვანია. რამდენიმე საკითხის განხილვა მქონდა თამართან. მათ შორის იყო საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობა. როცა გეუბნებით, რომ ფულის საკითხი მიჭირს, მანდ რომ მყავდეს ვინმე ძალიან მაგარი, ავშენდები, რადგან დავკონცენტრირდები სხვა საკითხებზე. მეორე არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიცია. ამ ორ პოზიციას ვიხილავდით ქალბატონ თამართან ერთად. იმედი მაქვს, ერთ კვირაში გადავწყვეტთ, რა ვქნათ ან აქეთ ან იქით“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები