ქართული ოცნების საარჩევნო სიის
გამოქვეყნებამდე რამდენმე დღით
ადრე მმართველ გუნდში ადასტურებენ
რომ სიაში და წინასაარჩევნო პროცესში კონსერვატიული პარტია აქტიურად
ჩაერთვება.
ეკა ბესელიას განცხადებით ,ზვიად
ძიძიგურის პარტია ერთადერთია, რომელთანაც ქართულ ოცნებას ყველა
საკითხზე თანმხვედრი პოზიცია აქვს.
„წინასაარჩევნო
კამპანიის პროცესში ვიხილავთ მჭიდრო თანამშრომლობას „კონსერვატიულ
პარტიასთან“. განიხილება შესაძლებლობა, რომ „კონერვატორების“
ლიდერებიც იყვნენ წარმოდგენილნი საარჩევნო კამპანიის დროს, თუმცა,
თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან. ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა
არცერთი საკითხი, რომ „კონსერვატორებთან“ რაიმე ფუნდამენტური
განსხავავება, პრინციპული შეუთანხმებლობა გვქონოდა. ეს იყო კოალიციაში
ერთადერთი პარტნიორი, რომელთან ერთადაც ყველა საკითხზე ერთიან
პოზიციას მივაღწიეთ. ამიტომაც გახდა შესაძლებელი, რომ ამ საარჩევნო
კამპანიაში დავინახოთ შესაძლებლობა, რომ უფრო მჭირდოდ წარმოვადგინოთ
ერთიანი ხედვა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.