ვარშავის სამიტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური
ძალების
მიერ ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი დოკუმენტის მიღების ფაქტს
საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილმა განცხადება
ვარშავაში გააკეთა.
მისი თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი
დეკლარაცია, რომელიც ქართულ დელეგაციას ვარშავის სამიტზე ზურგს
უმაგრებს.
პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც საქმე ეხება
ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს, ქართველ პოლიტიკოსებს აქვთ უნარი
გაერთიანდნენ.
„ვარშავის სამიტზე
ჩვენ დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც
ერთად მიიღეს საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა, სადაც
მხარი აქვს დაჭერილი საქართველოს ნატო-ს კურსს. ეს არის ის
მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია როგორც ოპოზიციური,
ასევე სახელისუფლო აწერს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია და მე მადლობა
მინდა ვუთხრა ამ პატრიებს, რომ როდესაც ეს ეხება საგარეო პოლიტიკურ
პრიორიტეტებს, ქვეყნის ინტერესს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ
უნარი, გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ ქვეყნის
სასარგებლოდ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.