ახალი ვალი დედაქალაქის სახელზე,
29 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი თბილისის მერიას
საკრებულოსგან თანხმობა უკვე აქვს
თბილისის მერმა, დავით
ნარმანიამ მოიპოვა უფლება
ავტობუსების შესაძენად ევროპის
რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან 27 მილიონი
ევრო სესხის სახით აიღოს.
დედაქლაქის მთავრობა ახალ
გეგმაზე , ოპოზიცია და მესამე სექტორი კი შეუსაბამო
ინფრასტრუქტურულ გარემოზე საუბრობენ.
ტრადიცია უცვლელია,
დედქალაქის საკრებულოს მართველი გუნდი ოპოზიციას აქცენტებს უწუნებს და
ამბობს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ახალი
ავტობუსების შემოყვანამდე დასრულდება.
ტექნიკურად გამართული, უსაფრთხო,
კომფორტული და ბუნებრივ აირზე მომუშავე, ახალი 150 ერთეული ავტობუსის
შეძენისას აქცენტი ამ მიმართულებით გაკეთდება .
ახალ ტრანსპორტი
არსებულისგან განსხვავებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება - ტენდერი
დასრულებულია 3 ჩინური, 1 უკრაინული და 3 ევროპული, კომპანიიდან
გამარჯვებული სამშაბათს დასახელდება.
დედაქალაქში მოსიარულე ყვითელ ავტობუსებს
მალე ევროპული სტანდარტების შესაბამის ტრანსპორტი
ჩაანაცვლებს.
ტენდერი დასრულებულია თუმცა
გამარჯვებული კომპნიის ვინაობა უცნობია,
ახალი ავტობუსების საკითხი
საკრებულოში განიხილეს და მერიას ევროპის
რეკონსტრუქციის ბანკისგან შესაბამისი თანხის
სესხების უფლებაც მისცეს .