კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ზურაბ პატარაძის გეგმები

ასტანადან ბათუმში - არჩილ ხაბაძეს რომ ზურაბ პატარაძე შეცვლის ამას კულუარულად ყველა ადასტურებს.

 

“მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის გარეთ თუ შიგნით ვემსახურები სამშობლოს”-აცხადებს ზურაბ პატარაძე.

ელჩის პასუხები დიპლომტიურ ჩარჩოს არ ცდება. გახდება თუ არა ზურაბ პატარაძე მშობლიური რეგიონის პირველი პირი, დიპლომატი ამბობს რომ დეტალები მოგვიანებით გაირკვევა, ახლა აქტიური კონსულტაციების ეტაპია.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ნაწილს პატარაძე ელჩის მანდატით უკვე შეხვდა. მმართველი გუნდი განწყობები დადებითია.

11 მხარდამჭერი ზურაბ პატარაძეს აჭარის უმაღლეს საბჭოში დასჭირდება, იმ შემთხვევაში პრეზიდენტი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს არჩილ ხაბაძის შემცვლელად სწორედ მას წარუდგენს. ასეთ 11 ხმას შორის ნაციონალური მოძრაობა არ იქნება, „თავისუფალი დემოკრატები“  სახელმწიფო ინტერესების გათავლისიწნებით მოქმედებას გეგმავენ.

აჭარის რეგიონი ელჩისთვის მშობლიურია. პირველი სამსახური  ბათუმის შემნახველ ბანკში იყო შემდეგ  აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში. 43 წლის პროფესიით ეკონომისტის დიპლომატია ვარდების რევოლუციის ხელისუფლების პერიოდიდან იწყება, ზურაბ პატარაძე 2004 წელს ის რუსეთში საქართველოს საელჩოს მეორე მდივნად ინიშნება, შემდეგ ხდება მჩეველი, 2007 წელს აწინაურებენ და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსულის პოზიციას იკავებს. გენერალური კონსულად ნაციონალურმა მოძრაობამ მოგვიანებით ის თურქეთში გაუშვა,მალევე ამავე ქვეყანაში ელჩის პოზიცია დაიკავა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ კი ზურაბ პატარაძეს ჯერ სტრატეგიულ ეკონომიკურ პარტიორ ქვეყნაში დიპლომატიური მისია დააკისრა, ახლა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ამზადებს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები