აფხაზეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
ე.წ.პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ვარაუდობს, რომ შესაძლოა სიტუაცია მალე
კონტროლიდან გამოვიდეს..
რეფერენდუმი ისევ 10 ივლისსაა
ჩანიშნული.
კვირას უნდა გაირკვეს, სურს თუ
არა ხალხს ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები.
რეფერნდუმამდე ერთი დღით ადრე დე
ფაქტო პრემიერი მოსკოვს სტუმრობს, საქართველო პროცესებში სწორედ
რუსეთის კვალს ხედავს.
ვითარება ჩიხშია - დეფაქტო
მთავრობა გამოსავალს ეძებს. მარიონეტული რეჟიმი ეგრეთწოდებულ
ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს თუმცა თავად პოზიციებს არ
ცვლის.
რაულ ხაჯიმბა გადაჭრით ამბობს რომ
რეფერენდუმის თარიღი არ შეიცვლება. პარალელურად, ე.წ შინაგან
საქმეთა სამინისტროს შტურმით აღების ფაქტზე გამოძიება
მიმდინარეობს.
მოთხოვნებს არ ცვლის არც
ეგრეთწოდებული ოპოზიცია, რომელიც მხარდამჭერთა მობილიზებას
განაგრძობს.
რეფერენდუმამდე ერთი დღით ადრე
თვითგამოცხადებული პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა. ოფიციალურ
შეხვედრებს მედია არ ესწრება.
საქართველოს ხელისუფლება
განვითარებულ მოვლენებს სამართლებრივ ჭრილში არ განიხილავს, თუმცა
ოფიციალური თბილისი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების
ბედით ინტერესდება. ხელისუფლება ეჭვობს, რომ განვითარებული
მოვლენები კრემლიდან იმართება.
სახელმწიფო მინისტრის მოადგლე
ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს რომ იქ განვითარებული მოვლენები
საართლებრივ ჭრილში ვერ განიხილება.
„სამართლებრივ ჭრილში ვერ
განვიხილავთ, თუმცა შემაშფოთებლია რაც ხდება რადგან ჩვენი ინტერესია
რომ იქ იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.... ბევრი პროცესი არის რუსულ
ინტერესთან დაკავშირებული, ის რმ ტერიტორია არის ოკუპირებვული და
რუსეთს აქვს ექსკპულიზიური გავლენა“,- აცხადებს
ციხელაშვილი.
ეგრეთწოდებული ოპოზიციის
მოთხოვნებს არასერიოზულს უწოდებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ელჩი
რუსეთში პოლიტოლოგი, დიმიტრი მედოევი.
მედოევის განცხადებით,
რეფერენდუმის დანიშვნით ხაჯიმბამ გაბედული ნაბიჯი
გადადგა.
ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ
რეფერენდუმის შემდეგ ხაჯიმბა პოზიციებს გაიმყარებს.
„მან დააკმაყოფილა ოპოზიციის
მოთხოვნა, ახლა ოპოზიცია რეფერენდუმის გადატანას ითხოვს, რაც ჩემი
აზრით უკვე არასერიოზულია, როგორც ჩანს გარკვეული სამუშაოები უკვე
ჩატარდა და აფხაზეთის ახლანდელი პრეზიდენტი დარწმუნებულია რომ
რეფერენდუმის შედეგები მას არანაირ საფრთხეს არ უქმნის, ამიტომ
ნერვიულობს ოპოზიცია. რეფერენდუმის მერე არსებული ხელისუფლება
მოქალაქეების მხარდაჭერას გაიმყარებს“,- აცხადებს მედოევი.
ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება
მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, შინაგან საქმეთა
დე ფაქტო მინისტრის გადადგომის მოთხოვნით უწყების შტურმით აღება
სცადეს.
ლეონიდ ძიაპშბას უფლებამოსილება
შეუჩერდა. ამ დროისთვის კი ყველა ადმინისტრაციულ შენობაში
სპეცრაზმია მობილიზებული.