მხარდამჭერი გზავნილები საქართველომ
ნატოსგან ვარშავის სამიტის გახსნის პირველივე წუთებიდან
მიიღო
გზავნილების ავტორები ალიანსის
გენერალური მდივანი და პოლონეთის პრეზიდენტი არიან.
ნატო საქართველოს კომისიის სხდომა
სამიტის ფარგლებში დღეს პირველად იმართება. შავი ზღვის
უსაფრთხოების სისტემაში ჩართვა და საჰაერო თვდაცვითი მხარდაჭერის
გაძლიერება- სწორედ ეს კონკრეტული მოლოდინები აქვს საქართველოს
ვარშავის სამიტიდან. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ უელსის
სამიტისგან განსხვავებით, ახლა კონკრეტული ქვეყნები არიან მზად
განსაზღვრული კომპონენტების მხარდაჭერა საკუთარ თავზე
აიღონ.
უკვე შედგა საქართველოსა და ნატოს
პირველი პირების პირისპირ შეხვედრა. საუბრის მთავარი თემა
პარტნიორობის გაძლიერება იყო.
ცივი ომის შედეგ ყველაზე
მასშტაბური სამიტი, როგორც ვარშავის სამიტს უკვე უწოდეს ზუსტად 5
საათზე გაიხსნა. ნატო მზად არის, დაიცვას ყველა წევრი
სახელმწიფოს უსაფრთხოება-ეს სამიტის კიდევ ერთი მთავარი
გზავნილია.
ნატოს რიგით 28-ე სამიტში
58 ოფიციალური დელეგაცია მონაწილეობს, მათ შორის 28 წევრი სახელმწიფო
და მონტენეგრო,რომელიც ვარშავაში ალიანსის 29-ე წევრი
გახდება.