კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
''საერთაშორისო გამჭვირვალობის'' ანგარიში
2015 წლის მდგომარეობით, დეპუტატების მიერ პარლამენტის სხდომების გაცდენის მაჩვენებელი გაიზარდა.

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, რომელიც პარლამენტის 2015 წლის საქმიანობას ასახავს, ასეთი დეპუტატები არიან: ვლადიმერ აჩბა, როლანდ ახალაია, გოდერძი ბუკია, კახა ბუცხრიკიძე, ვალერი გელაშვილი, კობა დავითაშვილი, დავით დარცმელიძე, ზურაბ ზვიადაური, ალექსანდრე თამაზაშვილი, გიორგი კარბელაშვილი, ზაზა კედელაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, ალი მამედოვი, ენზელ მკოიანი, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი, ლევან ქარდავა, თამაზ ყაჭეიშვილი, ნიკოლოზ ყიფშიძე, რევაზ შავლოხაშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, სერგო ხაბულიანი, როსტომ ხალვაში, თენგიზ ხუბულური, ვიქტორ ჯაფარიძე და თამაზ ჯაფარიძე.

2016 წლის მარტის მდგომარეობით, ბიზნესაქტივებს პარლამენტის 29 წევრი ფლობს.  ამასთან, 24 დეპუტატის ოჯახის წევრი მართავს ან ფლობს სხვადასხვა კომპანიას.

ყველაზე მაღალი შემოსავლები მითითებული აქვთ: კახა ოქრიაშვილს (დაახლოებით 4,7 მილიონი ლარი), გოჩა ენუქიძეს (დაახლოებით, 4,5 მილიონი ლარი), სერგო ხაბულიანს (633 205 ლარი), გოგი თოფაძეს (611 052 ლარი), გიორგი კახიანს (44 500 ლარი), გიორგი ჟვანიას (25 000 ლარი) და ზაზა კედელაშვილს (16 586 ლარი).

მონაცემებს  არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს.

ანგარიშში, რომელიც პარლამენტის 2015 წლის საქმიანობის შეფასებას ეხება, ასევე წერია, რომ მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლი სუსტია.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები