კეთილი
იყოს თქვენი მობრძანება სამხრეთ ოსეთში -ამ შინაარსის გზავნილი მიიღეს
იმ ადამიანებმა, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში
შემოვიდნენ.
მოკლე ტექსტური შეტყობინება რუსეთში მოქმედი კავშირგაბმულობს
კომპანია მეგაფონისგან გაიგზავნა. კონტაქტის ინფორმაციის საფუძველზე
საკითხს მარეგულირებელი კომისია უკვე სწავლობს. დეტალი თუ დიდი რუსული
პოლიტიკის ნაწილი.
კავსალიოგ ლევან კვახაძის შეფასებით ეს დეტალი რუსეთის ერთიანი
გეგმის ნაწილია, გეგმის მიზანი კი საქარველოს ტერიტორების
ოკუპაციაა.
სმს გზავნილის რაობას შესაბამისი უწყება უკვე სწავლობს ,
მარეგულირებელი კომისიის მონიტორინგის ჯგუფი აეროპორტის ტერიტორიაზე
ფაქტების დასადგენად ტესტსაც
"მეგაფონი" რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ფიჭური
კავშირგაბმულობის კომპანიაა, რომელზეც მარეგულირებელმა კომისიამ
უკანონო საკომუნიკაციო საქმანობის გამო არაერთხელ გასცა სანქცია.
ბოლოს კომპანია ერთი მილიონი ლარით დაჯარიმდა.
2008 წელს რუსული ინტერვენციის დროს "მეგაფონმა" საკუთარი
გავრცელებია არეალი გააფართოვა და კონფლიქტის ზონას გასცდა.
სანქციები გაცემულია, თუმცა რთულია ამ სანქციების აღსრულების
მექანიზმების პოვნა, მარეგულირებელმა კომისიამ მოკვლევის დოკუმენტაცია
შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნა.
ბუნებრივია საკითხში გარკვევას თავად მეგაფონის საშუალებითაც
ვეცადეთ და კომპანიას ოფიციალური წერილით მივმართეთ. თუმცა
კავშირგაბმულობის უზარმაზარ კომპანიასთან, მათივე სურვილით , ჩვენი
კავშირი ვერ დამყარდა. დღეისათვის მეგაფონი საქართველოს ტერიტორიაზე
არ ოპერირებს, თუმცა მისი შვილობილი კომპანიები "აქვაფონ ჯიესმო და
ოსტელკომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობენ.